ბეჭდვის ტექნიკა, როგორც მხატვრული ექსპერიმენტი

ბეჭდვის ტექნიკები ვიზუალურ ხელოვნებაში ეტაპობრივად ვითარდებოდა და დღესდღეობით თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელოვან მედიუმს წარმოადგენს. ბეჭდვის ტექნიკები https://bstincontri.it/ გრაფიკული ხელოვნების ქვედარგია და განსხვავდება მასალის ზედაპირისა და შესრულების მიხედვით. გამოსახულების გადატანა ძირითადად ხდება ხეზე, ქაღალდზე, ქსოვილზე, ლითონზე. სწორედ ზედაპირის დამუშავებისა და გამოსახულების მიღების სხვადასხვა ხერხით (ამოკვეთილი, ამოტვიფრული,  ბრტყელი ნაბეჭდი) განასხვავებენ ბეჭდვის ტექნიკებს: გრავიურა, ოფორტი, ქსილოგრაფია, ლინოგრავიურა, ლითოგრაფია, სერიგრაფია, შოლკოგრაფია.

გამოსახულების კვეთით სხვადასხვაგვარ ზედაპირზე გადატანა უძველეს კულტურებში იღებს სათავეს. გრაფიკული ხელოვნების ბეჭდურად შექმნილ კლასიკურ ნიმუშებს წარმოადგენს გოიას ოფორტების სერია, რემბრანდტის ოფორტები, დიურერის გრავიურები. სწორედ დიურერი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ევროპაში სრულყო ეს ტექნიკა.

გამოსახულების ბეჭდვა თანდათან განივრცო მასალებზე ექპერიმენტების მიხედვით. ლინოგრავიურა, რომელიც https://bstdating.de/ ლინონიუმზე ბეჭდვას გულისხმობს კედლის თუ იატაკის გასაფორმებლად, პარალელურად ექსპერიმენტულ განვითარებას ჰპოვებს გერმანელ ექსპერიონისტ მხატვართა ჯგუფის, “ხიდის” (Die Brücke)  წევრების შემოქმედებაში. მოგვიანებით, პოპ-არტის “მეფემ”, ენდი უორჰოლმა, ტრაფარეტული ბეჭდვის ტექნიკა სრულიად სხვა რეგისტრში აიყვანა  და შედეგად თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებაში ამ მიმართულებით გარდამტეხი ექსპერიმენტული ხედვა დააფუძნა.

ქართულ ხელოვნებაში სხვადასხვა დროს ცალკეული ავტორები ავითარებდნენ გრაფიკული ბეჭდვის ტექნიკებს. პირველმა ქართველმა გრავიორმა, გრიგორ ტატიშვილმა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო ქსილოგრაფიით ნამუშევრების შექმნა. 50-60-იან წლებში გაგრძელდა ინტერესი ბეჭდური ტექნიკით შესრულებული ნამუშევრებისადმი. ქსილოგრაფიისა და ლინოგრავიურის მიმართულებებს გამორჩეული ადგილი ეკავა ისეთი ხელოვანების შემოქმედებაში, როგორიცაა დავით ქუთათელაძე, თეიმურაზ ყუბანეიშვილი, დინარა ნოდია, ჯემალ ლოლუა და სხვ.   

თეიმურაზ ყუბანეიშვილი, ოქროს საწმისი (დეტალი). ფერადი ლინოგრავიურა, 1989. წყარო: art.gov.ge

ამჟამად, უახლეს ქართულ ხელოვნებაში წერტილოვნად ჩნდება ინტერესი ბეჭდვის ექსპერიმენტებისადმი. ბოლო პერიოდში დაარსებული ბეჭდვის ფესტივალი Life n Style ამ პროცესის საინტერესო მაგალითია. ბეჭდვის ექსპერიმენტი, როგორც მხატვრული ხედვის მთავარი ორიენტირი იშვიათად იკვეთება საქართველოში მოღვაწე ვიზუალურ ხელოვანებში. ამ მხრივ ერთერთი საინეტერესო მაგალითია ნინო ლოკის (ხვინგიას) შემოქმედება.  

ნინო ლოკი (ხვინგია)

თანამედროვე ხელოვანია, რომლის შემოქმედების ძირითადი ნაწილი შოლკოგრაფიას, ოფორტს და ლინოგრავიურას აერთიანებს. მის ნამუშევრებში დომინირებს აბსტარქტული ფერადოვანი გადაწყვეტები, ფერთა ნატიფი შეხამება. ხვინგიას ბეჭდვის ექსპერიმენტებისთვის ნიშანდობლივია ლაკონური და ესთეტური გამომსახველობა. ხელოვანი თანაბარი ინტერესით იკვლევს კონტრასტული ფერის ტონალობებს. ტონალური გრადაციები ხელოვანის შემოქმედებას განსაკუთრებულ ინტიმურ ელფერს სძენს და ინტერიერულად მიმზიდველს ხდის. მიუხედავად ამისა, ხვინგიას ნამუშევრები არადეკორატიული, არამედ ღრმად ემოციური და ატმოსფერულია.

მარიამ შერგელაშვილი