ქართული ხელოვნება როგორც ინვესტიცია — REACH art VISUAL
გამოფენის ხედი, ხელოვნების ფონდი ანაგი
REACH art VISUAL

ხელოვნების ნიმუშების შეძენა საინვესტიციო მიზნით

საინვესტიციო პაკეტები მოიცავს ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრებს საქართველოდან. წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშების ღირებულებას განსაზღვრავს მათი გაყიდვების ისტორია პრესტიჟულ საერთაშორისო აუქციონებზე, ინსტიტუციური გამოფენები, კურატორული კვლევები და საექსპერტო შეფასება.

გამოფენის ხედი
გამოფენის ხედი
პერსპექტივა

პაკეტების პერსპექტიულობა

წარმოდგენილი ნამუშევრების მნიშვნელობას ზრდის ის ფაქტი, რომ ქართული ხელოვნება საერთაშორისო ბაზარზე იშვიათობაა. მას მდიდარი ისტორიული ტრადიცია, უნიკალური ვიზუალური ენა და ავთენტურობა გამოარჩევს, რაც საერთაშორისო კურატორებისა და ინსტიტუციების მზარდ ინტერესს იწვევს.

კულტურული კაპიტალის ფაქტორი ქართულ ხელოვნებას პერსპექტიულ საინვესტიციო კლასად აქცევს. მასზე ფასები ჯერ კიდევ დაბალია, რაც ადრეულ ინვესტორებს მნიშვნელოვან უპირატესობას უქმნის.

ქართული ხელოვნება საერთაშორისო ბაზარზე იშვიათობაა. მასზე ფასები ჯერ კიდევ დაბალია, რაც ადრეულ ინვესტორებს მნიშვნელოვან უპირატესობას უქმნის.

გამოფენის სტუმარი
გამოფენის სტუმრები
გამოფენის სტუმრები
შეთავაზება

საინვესტიციო მოდელი

ინვესტორი სრულ საკუთრებაში იძენს ფიზიკურ არტ-აქტივ(ებ)ს. მას შეეძლება ნამუშევრების სურვილისამებრ განკარგვა, გასხვისების ჩათვლით. მინიმალური წლიური უკუგება: 5-8% სახელშეკრულებო გარანტიით, რომელიც უზრუნველყოფილია კომპანიის საკუთრებაში არსებული არტაქტივებით.

„რიჩარტ ვიზუალის" მიერ პაკეტის გარანტირებულად გამოსყიდვა 2-4 წლის შემდეგ (სურვილის შემთხვევაში). სრული პირობები დეტალურად აღწერილია საინვესტიციო დოკუმენტში.

გამოფენის ხედი
გამოფენის ხედი
კომპანია

რიჩარტ ვიზუალი

პროფესიონალთა გუნდითა და საერთაშორისო ლობისტებით დაკომპლექტებული საკონსულტაციო კომპანია ათ წელზე მეტი გამოცდილებით, რომელიც ქმნის სტრუქტურირებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს ქართული ხელოვნების ბაზარზე.

01 საერთაშორისო პოტენციალის მქონე არტაქტივების შერჩევა
02 მათი ინსტიტუციური პოზიციონირება
03 საბაზრო ღირებულების გაზრდის აქტიური მენეჯმენტი
04 კონტროლირებადი Exit-სტრატეგია ინვესტორებისთვის

საინვესტიციო დოკუმენტი

პაკეტები, პირობები, კომპანიის შესახებ

PDF-ის ჩამოტვირთვა